მუხიანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია

საქართველო, თბილისი - 21:40 | 25.09.2015
ნანახია: 2009

სამართალდამცველებისთვის მუხიანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია. გამოძიების ინტრესებიდან გამომდინარე მისი სახელი და გვარი ამ ეტაპზე არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის არის 40 წლამდე მამაკაცი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. 

ადგილობრივების განცხადებით 2 ადამიანის მოკვლის შემდეგ მან მესამე ადამიანის მოკვლაც სცადა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

მომხდარის სავარაუდო მიზეზად მეზობლებს შორის ადრე არსებული კონფლიქტი სახელდება.

შსს-ს ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლობას ითვალისწინებს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე