ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:21 | 09.12.2019
ნანახია: 693

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა ახალ ზელანდიაში კუნძულ უაიტ-აილენდზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. გამოცემა New Zealand Herald-ი პოლიციაზე დაყრნდობით იტყობინება, რომ არიან დაკარგულებიც.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და ოთხი დაშავებულის შესახებ. ქალაქ ჰამილტონის კლინიკა ოთხი დაშავებულის მისაღებად ემზადებოდა.

პოლიციის წარმომადგენლის ჯონ ტიმსის განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის უცხოელები არიან.

მანამდე ახალი ზელანდიის პრემიერმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ ამოფრქვევის დროს ვულკანის სიახლოვეს ასამდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა უმეტესობა, სავარაუდოდ, ტურისტი იყო, სხვა მონაცემებით, ვულკანის სიახლოვეს მათი რაოდენობა 50-ს არ აღემატებოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე