„მის სამყარო 2019“-ის გამარჯვებული სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი ზოზიბინი ტუნზი გახდა

საქართველო, თბილისი - 10:48 | 09.12.2019
ნანახია: 854

 „მის სამყარო 2019“-ის გამარჯვებული სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი ზოზიბინი ტუნზი გახდა. იუწყება CNN.

„მე ვიზრდებოდი სამყაროში, სადაც ჩემი გარეგნობის ქალი - ასეთი კანითა და თმებით - არასდროს მიიჩნეოდა ლამაზ ქალად. ვფქირობ, რომ ეს წარსულს ჩაბარდა.“, - განაცხადა ზოზიბინიმ.

ზოზიბინი ტუნზი სამხრეთ აფრიკელი აქტივისტია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული.

ფინალისტების სამეულში ასევე მოხვდნენ პუერტორიკოელი მედისონ ანდერსონი და მექსიკელი სოფია არაგონი.

კონკურსი წელს შეერთებულ შტატებში, ატლანტაში გაიმართა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე