მოვიდა ის სანუკვარი დრო, როცა საქართველოში იქნება ნამდვილი ქართველის, ქუთაისელის შესაბამისი დემოკრატია - გრიგოლ ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 16:49 | 06.12.2019
ნანახია: 772

მოვიდა ის სანუკვარი დრო, როცა საქართველოში იქნება ნამდვილი ქართველის, ქუთაისელის შესაბამისი დემოკრატია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა დებო და ძმებო ერთი რაღაც გთხოვოთ, არავითარი შურისძიება, არავითარი პროვოკაციებს აყოლა, არავითარი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებიდან გასვლა, მაგრამ მტკიცედ, რადგან ჩვენ იმ მარათონის მორბენლებს ვგავართ, რომელმაც გაუძლო დაკითხვებს, სამსახურიდან გაყრას, სოციალური დახმარების მოხსნას, შეურაცხყოფას, გინებას, ათასი სისულელის დაბრალებას და 40 კილომეტრს რომ გაირბენს მარათონელი და ერთი კილომეტრი და ორასი მეტრი რომ რჩება, იმას ვგავართ ჩვენ.  მოვიდა ის სანუკვარი დრო, როცა საქართველოში იქნება ნამდვილი ქართველის, ქუთაისელის შესაბამისი დემოკრატია, პატივისცემით ერთმანეთთან, შეიძლება მწვავე დისკუსიით, მაგრამ არასოდეს შეურაცხყოფით, ციხით, პროკურატურით და ნაყიდი სასამართლოთი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე