საფრანგეთის ალპებში რუსი ჯაშუშების ბაზა აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 11:39 | 05.12.2019
ნანახია: 722

15 რუსმა ჯაშუშმა საფრანგეთის ალპებში არსებული კურორტი გამოიყენა, როგორც ბაზა, ევროპის ტერიტორიაზე სპეციალური ოპერაციების საწარმოებლად. ამის შესახებ იტყობინება ფრანგული გამოცემა Le Monde-ი.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) ელიტური ქვედანაყოფის თანამშრომლებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დაკვეთილ მკვლელობებზე, საბოტაჟურ აქტებსა და ე.წ. მკვდარი საფოსტო ყუთების მართვაზე.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ასეთი ჯაშუში, სავარაუდოდ, მონაწილეობდა ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობებში, 2018 წლის მარტში.

დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებმა ჯაშუშების ამ ჯგუფზე ეჭვი სკრიპალების მკვლელობის მცდელობის გამოძიებისას მიიტანეს.

Le Monde- ის თანახმად, ეს ჯაშუშები მუშაობდნენ ბულგარეთში, მოლდოვაში, მონტენეგროსა და სხვა ქვეყნებში, მაგრამ არა საფრანგეთში, რომელსაც ისინი მხოლოდ ბაზირებისთვის იყენებდნენ.

როგორც გამოცემა წერს, 2014-2018 წლებში ეს რუსი ჯაშუშები არაერთხელ იმყოფებოდნენ საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პატარა ქალაქებში, მათ შორის კურორტებზე ევიანსა და შამონიში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე