რუსეთი მტერი არ არის, მაგრამ მისი ქმედებები საქართველოში მიუღებელია - ანჯეი დუდა

საქართველო, თბილისი - 10:14 | 05.12.2019
ნანახია: 674

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ნატოს 70-ე სამიტის შედეგები პრესკონფერენციაზე შეაჯამა.

ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, ალიანსის მთავარ გამოწვევად დუდამ რუსეთი, ტერორიზმი და ჩრდილოეთ აფრიკიდან თუ ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხეები დაასახელა.

ალიანსის რუსეთის მიმართ მიდგომების განხილვისას, დუდამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მტერი არ არის.

"დღეს მტერი არ გვყავს. ნატოს არავინ ესხმის თავს", - თქვა დუდამ და აღნიშნა, რომ მტერი უფრო მეტად არასახელმწიფოებრივი სახისაა, მაგალითად, ტერორისტული ორგანიზაციები.

რუსეთი ჩვენი მეზობელია, რომელთანაც არ გვაქვს თანხმობა ყველა საკითხზე, გვაქვს განსხვავებული შეხედრულებები და მიგვაჩნია, რომ მისი ზოგიერთი ქმედება მიუღებელია, მაგალითად, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინაში მოხდა.

პრეზიდენტმა დუდამ გაიხსენა, რომ 2016 წელს ვარშავაში გამართული სამიტის დროს, მოკავშირეები შეთანხმდნენ რუსეთის მიმართ ორმხრივი მიდგომის აუცილებლობაზე - ერთი მხრივ, შეკავება, მეორეს მხრივ, მეზობელთან და პარტნიორთან მოლაპარაკებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე