საქართველოს მთავარმა პროკურორმა თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

საქართველო, თბილისი - 14:14 | 28.12.2015
ნანახია: 1550

საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაციამ, მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით დაასრულა ოფიციალური ვიზიტითურქეთის რესპუბლიკაში.

პროკურატურის დელეგაცია ქალაქ ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მთავარი  პროკურორის მეჰმედაქარჯას ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა.

დელეგაციამ, რომელშიც საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი  და აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი შედიოდა, ორი სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამუშაოშეხვედრები გამართა თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს  მთავარ პროკურორთან მეჰმედ აქარჯასთან, თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციისმინისტრთან ბექირ ბოზდაღთან და თურქეთის რესპუბლიკის  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ისმაილ რუშთუ ჯირითისთან.

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას დაიგეგმა საქართველოში თურქი კოლეგების ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

საქართველოს მთავარი პროკურატურა იმედოვნებს, რომ ვიზიტის შედეგები უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა დაკიდევ უფრო ეფექტურად  წარმართვის მყარი საფუძველი გახდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე