რუსეთი G7-ში ვერ დაბრუნდება, ვიდრე პატივს არ სცემს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა

საქართველო, თბილისი - 10:23 | 04.12.2019
ნანახია: 665

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა  „დიდ შვიდეულში“ რუსეთის მონაწილეობის საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღეს.

დოკუმენტს მხარი 339-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 71-მა მისცა ხმა.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთი G7-ში დაბრუნებას ვერ შეძლებს, ვიდრე პატივს არ სცემს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და არ დაიცავს დემოკრატიული საზოგადოების სტანდარტებს.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის საგარეო პოლიტიკის საქმეთა კომიტეტმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა მანამდე განაცხადა, რომ G7-ის შეხევდრაზე, რომელიც 2020 წელს შეერთებულ შტატებში უნდა გაიმართოს, ვლადიმირ პუტინი მიიწვია. მისი თქმით, მოსკოვთან საერთაშორისო საკითხების განხილვას აზრი ჯერ კიდევ აქვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე