პუტინი ავაზაკია და რუსეთი სირიის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მსგავსად უნდა ვცნოთ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ - კორი გარდნერი

საქართველო, თბილისი - 09:56 | 04.12.2019
ნანახია: 627

3 დეკემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა "რუსეთისადმი აშშ-ის პოლიტიკის მომავალი".

მოსმენისას შესავალ სიტყვაში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დამგმობი განცხადება გააკეთა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯეიმს რიშმა.

სენატორმა კორი გარდნერმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია, ვლადიმირ პუტინის მმართველობით შეიჭრა მეზობლების - საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე. 

"რუსეთის ფედერაცია, ვლადიმირ პუტინის მმართველობით შეიჭრა მეზობლების - საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე; მხარს უჭერს ასადის სისხლიან რეჟიმს; გვმტრობს ავღანეთში; ჩართულია დასავლეთის დემოკრატიების წინააღმდეგ აქტიურ საინფორმაციო ომში, მათ შორის 2016 წელს ჩაერია აშშ-ს არჩევნებში.

რუსეთი ასევე პასუხისმგებელია სხვა ქმედებებზეც, როგორიცაა 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდებაში; 2018 წელს სალსბერიში [გაერთიანებული სამეფო] ქიმიური შეტევის განხორციელებაში; იგი [რუსეთი] ჩვენი აშკარა მოწინააღმდეგეა, რომელიც 2016 წელს ჩაერია აშშ-ის არჩევნებში. მას კვლავაც განზრახული აქვს იგივე გააკეთოს 2020 წელს [აშშ-ში] და ასევე ჩაერიოს მსოფლიოს სხვა დემოკრატიული ქვეყნების არჩევნებში.

მე მჯერა, რომ ვლადიმერ პუტინი ავაზაკია (thug) და რუსეთის ფედერაცია სირიის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და სუდანის მსგავსად უნდა ვცნოთ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე