სტოლტენბერგმა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა კიდევ ერთხელ დაადასტურა

საქართველო, თბილისი - 16:47 | 03.12.2019
ნანახია: 843

ნატო არ აწესებს რაიმე გარკვეულ ვადებს ალიანსში საქართველოსა და უკრაინის შესაძლო გაწევრიანების შესახებ, თუმცა ადასტურებს ამ პერსპექტივას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლონდონში განაცხადა, სადაც ნატო-ს წევრი ქვეყნების სამიტი იმართება.

 „ნატო-მ ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვტილება, რიომ საქართველო და უკრაინა ალაინსის წევრები გახდებიან. ეს გადაწყვეტილება ძალაშია. ამასთან, ჩვენ არ ვადგენთ ზუსტ დროს. დღეს ჩვენ ორიენტირებულნი ვართ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ამ ქვეყნებს ევროატალნტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების თემაზე დაუსვეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე