გიგა ბოკერიას მცხეთის მერიასთან წყალი შეასხეს

საქართველო, თბილისი - 16:01 | 03.12.2019
ნანახია: 655

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას მცხეთის მერიასთან წყალი შეასხეს.

მცხეთის მერიასთან   ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ორი აქცია მიმდინარეობს.

გიგა ბოკერიამ მერიასთან მდგარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მონები უწოდა.

„ხელი აიწიეთ, გუშინ ვინ ცემა ახალგაზრდები, ვის გაქვთ მაგის თავი. აბა, გაბედეთ, ხელი აიწიეთ. თქვე სამარცხვინოებო, თქვენა. მონებო. მონა ხარ შენ. დაგიმახსოვრებ, გიყურებ“, – მიმართა გიგა ბოკერიამ აქციის მონაწილეებს, რის შემდეგაც მას წყალი შეასხეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე