„ოცნებამ“ საერთოდ არა მგონია არჩევნებამდე მიაღწიოს, მაგდანას ლურჯასავით დაეცემა შუა გზაში - ჭიჭინაძე

საქართველო, თბილისი - 15:00 | 03.12.2019
ნანახია: 796

„ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო შორდება ხალხს და, შესაბამისად, შორდება პოლიტიკასაც. არ გაითვალისწინებენ ამას და მიიღებენ რევოლუციას. ეს გარდაუვალია, - განაცხადა პოლიტიკური პარტია „ტრიბუნის“ ლიდერმა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, არსებული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, გინდა ვადამდელი ჩაატარონ და გინდა ვადიანი, არავინ „გაუპრავებს“. დასრულდება თუ არა აჩევნები, მიიღებენ რევოლუციას.

„თუმცა „ოცნებამ“ საერთოდ არა მგონია არჩევნებამდე მიაღწიოს, მაგდანას ლურჯასავით დაეცემიან შუა გზაში. ზოგადად კი, პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც აღარ ყავთ რეალური პოლიტიკური მხარდამჭერები და ასეთ რადიკალიზაციაში შედიან, ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება ქვეყნისთვის და იწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას. ხოლო ვინც პარტიული ინტერესების გამო აპირისპირებს ხლგაზრდების, მომავალ თაობას, მათ, ვინც ქვეყნის მომავალი ერთად უნდა შექმნან, ამას უკვე ისტორია არ პატიობს არასოდეს“, - განაცხადა ჭიჭნაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე