ტექნიკური უნივერსიტეტის "ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრმა" მოსწავლეების მეორე ნაკადი გადაამზადა
საქართველო, თბილისი - 14:35 | 03.12.2019 ნანახია: 697საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან არსებულ „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრში“ სალექციო კურსი უკვე ახალგაზრდების მეორე ნაკადმა გაიარა.
ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის თქმით, აღნიშნული სოციალური პროექტის მიზანია, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პოტენციურ სტუდენტებს ბიზნესის საფუძვლები შეასწავლოს. როგორც დეკანი განმარტავს, სალექციო კურსი, რომელსაც სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები უძღვებიან, მომავალ სტუდენტებს პროფესიის უკეთ დაუფლებაში დაეხმარება.
„ჩვენი პროექტი ერთგვარი ხიდია სკოლასა და უნივერსიტეტს შორის. როდესაც მოსწავლეთა პირველი ნაკადი გადავამზადეთ, შედეგებით კმაყოფილი დავრჩით, როგორც ჩვენ - ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები - ასევე, პროექტში ჩართული სკოლების მოსწავლეები. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პროექტი გაგვეგრძელებინა. სამწუხაროდ, მოსწავლეები ისე ხდებიან სტუდენტები, წარმოდგენაც არ აქვთ ბიზნესზე. „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ამოცანაა, სკოლის მოსწავლეებს მომავალ პროფესიაზე ინფორმაცია მიაწოდოს. ჩვენი ექსპრესკურსი ერთთვიანია და ამ ერთი თვის განმავლობაში მოსწავლეებს ამომწურავი პასუხი გავეცით შეკითხვებზე: რა არის ბიზნესი, ეკონომიკა, მენეჯმენტი, მარკეტინგი, რა არის ემოციური ინტელექტი და ლოგიკური აზროვნება, რას ნიშნავს ლიდერობა და რას მოიცავს ბიზნესეტიკეტი“, - განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.
პროექტის მონაწილის, თბილისის 84-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლის ანა ბარამაშვილის თქმით, „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ სალექციო კურსი ბიზნესის შესახებ ზოგადი განათლების მიღების საუკეთესო საშუალებაა.
„რამდენადაც ვიცი, მოსწავლეების მხრიდან დაინტერესება დიდი იყო. ინფორმაცია ტექნიკური უნივერსიტეტის „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ შესახებ ჩემმა სკოლამ მომაწოდა. ვფიქრობ, ამგვარი ტრენინგებისა და ლექციების გავლის შედეგად, კარგი ზოგადი განათლება მივიღეთ ბიზნესის შესახებ. უკვე ვიცი, რომ ბიზნესი არ არის საქმე, რომელსაც უბრალოდ თვალი უნდა გადაავლო. კურსი ყველამ წარმატებით გავიარეთ და კმაყოფილი ვართ მიღებული ცოდნით. მინდა მადლობა გადავუხადო ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ლექტორებს, რომლებმაც ამდენი დრო დაგვითმეს, ამდენი ენერგია დახარჯეს და სრულიად უსასყიდლოდ გადმოგვცეს ცოდნა, რასაც მომავალში აუცილებლად გამოვიყენებთ“, - აღნიშნა ანა ბარამაშვილმა.
მარტვილის მე-2 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელმა გიორგი გარსევანიშვილმა ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და მისი „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ შესახებ ინფორმაცია შემთხვევით შეიტყო.
„მაშინვე დავინტერესდი ცენტრის ექსპრესკურსით, რადგან ყურადღება მთლიანად ბიზნესზე იყო გამახვილებული. ყველა ლექცია, მენეჯმენტისა თუ მარკეტინგის მიმართულებით, ინტერაქტიური, ინფორმაციულად დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა. დარწმუნებული ვარ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა სამომავლოდ ძალიან გამომადგება“, - აღნიშნა გიორგი გარსევანიშვილმა.
როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო ჩიკვილაძე განმარტავს, საგანმანათლებლო სივრცეში „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ არსებობამ დიდი ინტერესი გამოიწვია.
„უმოკლეს დროში „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. სალექციო კურსები ციკლურია და მისი ჩატარება ყოველი სასწავლო წლის შემოდგომასა და გაზაფხულზე ხდება. ცენტრს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მერაბ მიქელაშვილი ხელმძღვანელობს. მოსწავლეების მხრიდან უკვე გამოიკვეთა სურვილი, რომ პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდეს და მეტი მონაწილე ჰყავდეს, ასევე სალექციო კურსიც გაიზარდოს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, შესაბამისი აკადემიური პერსონალიც გვყავს. სამომავლოდ, გასვლით ლექციებს ვგეგმავთ, მათ შორის რეგიონებშიც. ამას გარდა, მოსწავლეებისთვის ვაპირებთ ექსკურსიების ჩატარებას ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურისა და მუზეუმების მონახულებით“, - განაცხადა ნინო ჩიკვილაძემ.
„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ პროგრამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, მისი დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით შემუშავდა. პროგრამას, რომელიც სოციალურ-საგანმანათლებლო ხასიათისაა, სრულად აფინანსებს ტექნიკური უნივერსიტეტი. მოსწავლეთა მხრიდან დაინტერესების ზრდის პარალელურად, „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრისთვის“ სამიზნე ჯგუფების მობილიზება საქართველოს რეგიონებშიც იგეგმება. ამას გარდა, შემუშავების პროცესშია სალექციო კურსების ელექტრონული ვერსიები.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა