გვლანძღავენ, როგორ შეიძლება სიცივეში წყლის გამოყენებაო, ახლა ვცდილობთ, წყალი გავათბოთ - ვახტანგ გომელაური

საქართველო, თბილისი - 14:27 | 03.12.2019
ნანახია: 612

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აქციებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

"თუ გამოვალთ, ხელკეტსაც არ ვხმარობთ, რეზინის ტყვიებს, არც გაზს და ელემენტარულად ორჯერ წყალს მივასხმათ, ამაზეც გვლანძღავენ, როგორ შეიძლება სიცივეში წყლის გამოყენება. ახლა ვცდილობთ, რომ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ. ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, რთულია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე