ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 13:06 | 03.12.2019
ნანახია: 702

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გუშინ პარტიის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ახალგაზრდებმა სისხლის დუღილი სხვა მიმართულებით უნდა გამოიყენონ.

„მიუღებელია ახალგაზრდების ერთმანეთთან დაპირისპირება.  ჩვენ ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი, ვფიქრობ, სხვა მიმართულებით გამოვიყენოთ. მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და არა ერთმანეთზე დაპირისპირებას და ცხვირ-პირის მტვრევას“, - აღნიშნა კალაძემ.

 გუშინ, 2 დეკემბერს, „ქართულუ ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო მოძრაობები "სირცხვილია" და "შეცვალე" მცხეთის მერიასთან მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტების ცემას და დაკავებას აპროტესტებდნენ. მათ ქართული ოცნების აქტივისტები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირსპირდნენ. ასევე, "ოცნების" აქტივისტები მათ პიროტექნიკასა და სხვადასხვა საგანს ესროდნენ. შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არასრულწლოვანი. პოლიციას არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე