3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა

საქართველო, თბილისი - 12:09 | 03.12.2019
ნანახია: 687

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.

ყოველ 3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს - შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის, ღირსების საპატივსაცემოდ.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

საქართველოში კვლავაც პრობლემური რჩება შშმ პირთა უფლებების რეალიზაცია, საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი საზოგადოებრივ სიკეთეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ცნობიერება და ინფორმირებულობის ხარისხი.

ხშირ შემთხვევაში შესაძლებლობების შეზღუდვა გამომდინარეობს არა საკუთრივ მათი რესურსებიდან, არამედ გარემოსგან, რომელიც მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს. ამით ზარალდება არა მხოლოდ შშმ პირთა თემი, არამედ მთლიანად საზოგადოება, რომელიც მათი სახით დიდ ადამიანურ რესურსს კარგავს

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 1992 წელს დაწესდა.

საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციას და მის ფაკულტატურ ოქმს 2009 წელს მოაწერა ხელი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე