ფეოდალი ხუნდაძის ბანდა ახალგაზრდებს თავს დაესხა - შალვა ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:35 | 02.12.2019
ნანახია: 721

ფეოდალი ხუნდაძის ბანდა ახალგაზრდებს დაესხა თავს და მერე პოლიციამ დაზარალებულები დააკავა, ხოლო ის ბანდიტები და მხერდრიონელები გადამალა, - ამის შესახებ ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მცხეთის მერიის შენობასთან განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები აქციას მართავენ.

“უამრავი ახალგაზრდა ვიცი, ვინც აქ არიან, რომ არ შეიგინებიან, არც ხულიგნობას ჩაიდენენ. მოვიდნენ საქართველოს დამღუპავ-დამაქცევარ ხუნდაძესთან. ფეოდალი ხუნდაძის ბანდა ახალგაზრდებს დაესხა თავს და მერე პოლიციამ დაზარალებულები დააკავა, ხოლო ის ბანდიტები და მხერდრიონელები გადამალა. ხუნდაძეს ვუცხადებ, რომ ისეთი ცოდვა აქვს ჩადენილი, საქართველოში ვერ იცხოვრებს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციისას სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს. მათ შორის, შალვა ნათელაშვილის შვილი ბექა ნათელაშვილიც. აქციაზე დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და მერიაში მყოფ ადამიანებს შორის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე