პროკურატურის თანამშრომლებს შორის კალათბურთში მატჩი გაიმართა

საქართველო, თბილისი - 13:30 | 28.12.2015
ნანახია: 1505

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს შორის კალათბურთში ფინალური მატჩი გაიმართა. პირველი ადგილისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროსსაზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფოდაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესოხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის და თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში  გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის გუნდმა და საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისგუნდმა იბრძოლეს, სადაც გამარჯვება წილად ხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფოდაცვისსპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობისდეპარტამენტის და თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროებში  გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ერთობლივ გუნდს, მეორე ადგილი  საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გუნდმა, ხოლო  მესამე ადგილი კი, თბილისის პროკურატურის გუნდმა დაიკავა.

გამარჯვებულ გუნდს  მთავარი პროკურატურის თასი გადაეცა, ხოლო ტურნირში მონაწილეები სამახსოვრო სიგელებითდაჯილდოვდნენ.

მთავარი პროკურატურის მიერ ორგანიზებული ტურნირი კალათბურთში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუნდები საქართველოსპროკურატურის სხვადასხვა დეპარტამენტის და რაიონული პროკურატურების თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე