ბიძინა ივანიშვილი აშაყირებს საკუთარი გუნდის წევრებს - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 13:28 | 02.12.2019
ნანახია: 712

მელიას თქმით, საქმეს, რომელსაც მას ედავებოდნენ, აბსურდულია და პოლიტიკური მოტივით არის მართული.

"ახლა მათი ამოცანა რჩება, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე, -  ამის შესახებ მელიამ ბანკი "ქართუს" საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა.

“ბიძინა ივანიშვილი აშაყირებს საკუთარი გუნდის წევრებს თუ კიდევ ერთხელ აბუჩად იგდებს. კვლავ ჩაუგდო კენჭი "ქართულ ოცნებაში" შემორჩენილ დეპუტატებს და მათ უნდა იმსჯელონ სხდომათა დარბაზში - ნიკა მელია ვადის ამოწურვამდე იქნება თუ არა მათი კოლეგა. ბექა ოდიშარიამ უნდა მიაჭიროს ხელი ისევ”, - განაცხადა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ ახლა შესასრულებელი რჩება ერთი ამოცანა - გააგდონ პარლამენტიდან.

ნიკა მელიას "ბანკი ქართუს" გაკოტრების საქმეზე 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით მას 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი დამნაშავედაა ცნობილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე