საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ადმინისტრაციის უფროსის არჩევნები ჩაატარა

საქართველო, თბილისი - 13:21 | 28.12.2015
ნანახია: 1556

დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმომადგენლობითმა საბჭომ წარადგინა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ეს თანამდებობა არჩევნების შედეგად დაიკავა ქეთი ქოქრაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 4 დეკემბრის დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნები აკადემიურ საბჭოში დაინიშნა 2015 წლის 25 დეკემბერს, ხოლო აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული კანდიდატი წარმომადგენლობით საბჭოში 2015 წლის 26 დეკემბერს დამტკიცდა. კანდიდატთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში 24 დეკემბერს გაიმართა.  

არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო 2015 წლის 12 დეკემბერს და დასრულდა 18 დეკემბერს;

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და სამუშაო გამოცდილება;




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე