პარლამენტის პიკეტირება დასრულდა

საქართველო, თბილისი - 13:56 | 28.11.2019
ნანახია: 773

პარლამენტის პიკეტირება დღეისთვის დასრულებულია. აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანო ჩაიკეტება მუდმივად, როდესაც დეპუტატები პარლამენტში შეკრებას გადაწყვეტენ.

მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი აქტივისტის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, აქციები და პიკეტირება გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეასრულებს მათ მოთხოვნას, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით.

"თავიანთი თვალის ჩინით გადაიხადეს ვიღაცებმა პროპორციული არჩევნებისთვის და ხელისუფლებამ უკან წაიღო დაპირება, რადგან მიდის სრული პუტინიზაცია. ჩვენ გერმანული მოდელიც შევთავაზეთ, მაგრამ ამის ნაცვლას, ბერლინის კედელი აგვიგეს აქ. არ ვითხოვთ რაიმე შეუძლებელს, ვითხოვთ, რომ ტოტალური ძალაუფლება არ ჰქონდეს არცერთ ხელისუფალს არც ამჟამინდელს, არც ყოფილს, არც მომავალს" - აღნიშნა დიღმელაშვილმა.

ამ დროისთვის, პარლამენტის შენობის მიმდებარედ აქცია ჩვეულ რეჟიმში, გაშლილი კარვებით გრძელდება. იქ დარჩებიან მოქალაქეები და გაშლილ კარვებში ღამეს გაათენებენ. დღეს აღარც სიტყვით გამოსვლები იგეგმება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე