ჩვენი ქვეყნის განვითარებას წინ უდგას საფრთხე, რომელიც მომდინარეობს კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან - ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:04 | 28.11.2019
ნანახია: 761

ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას, წინ უდგას კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც მომდინარეობს რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის მხრიდან, კერძოდ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„დღეს გარდა ოკუპაციისა, ეკონომიკური სიდუხჭირისა, უმუშევრობის გამოწვევების და პრობლემებისა, ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას წინ უდგას კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც მომდინარეობს რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის მხრიდან, კერძოდ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი. მათი ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება არის დაუშვებელი და მიუღებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფო პასუხს გასცემს ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მომდინარეობს.

„დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, იმაზე ძლიერი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ და სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ პასუხი გასცეს ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც მომდინარეობს ამ საფრთხის შემცველი რადიკალური ძალის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე