პარლამენტის შესასვლელთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:25 | 28.11.2019
ნანახია: 719

საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩაზე სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციის მანქანას გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ სამართალდამცველები ატარებენ სპეცოპერაციას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

„სპეცოპერაციას ატარებენ, რომ მონები შეიყვანონ პარლამენტში. ვერ გაგვაჩერებენ, ყველა რომ დაგვიჭირონ, მაინც არ გავჩერდებით. ასე ჯარით მოუწევთ მონების შეყვანა პარლამენტში, ხვრელებსაც ვიპოვით, ღობებებსაც გავანგრევთ, არც დაჭერის გვეშინია და არც არაფრის“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე