ეს პარლამენტი არის ღირსი, რომ მოძრავი რკინის ღობეებით არსებობდეს - გიგი უგულავა

საქართველო, თბილისი - 10:58 | 28.11.2019
ნანახია: 721

ძალიან კარგია, რომ თავად პოლიცია აკეთებს იმ სამარეს, რაც უნდა გააკეთოს ხალხმა. ეს პარლამენტი არის ღირსი, იმსახურებს და იღებს იმას, რომ მოძრავი რკინის ღობეებით არსებობდეს. მეცამეტე რაიონივით არის გადაკეტილი, - ამის შესახებ, ჟურნალისტებს განუცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერა პარლამენტთან, სადაც აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას ცდილობენ.

„ძალიან კარგია, რომ თავად პოლიცია აკეთებს იმ სამარეს, რაც უნდა გააკეთოს ხალხმა. ეს პარლამენტი არის ღირსი, იმსახურებს და იღებს იმას, რომ მოძრავი რკინის ღობეებით არსებობდეს. მეცამეტე რაიონივით არის გადაკეტილი. ასე რკინის ღობეებისამარა დარჩენილმა მთავრობამ და პარლამენტმა ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს უნდა გადაინაწილონ გამოთავისუფლებული სკამები. სიმბოლიზმია, რა თქმა უნდა, ამაში,რომ რკინის ღობეეებით უწევთ სკამების გადანაწილება. ამ დღეშია „ქართული ოცნება“,- აღნიშნა უგულავამ.

უგულავასვე თქმით, ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის, კარგავს ამ ძალაუფლებას.

„ერთი სადღაც უკანა ხვრელია დატოვებული „ოცნების“ დეპუტატებისთვის და დავაკვირდებით აუცილებლად, როგორ შეძვრებიან ისინი სადღაც ხვრელში. ამის შესაძლებლობა ექნება მთელ საზოგადოებას და დაინახავენ, როგორ დაძვრებიან სოროებში ვირთხებივით. ეს არის ერთადერთი, რასაც ისინი იმსახურებენ. განსაკუთრებით გუშინ აღიარებული ტყუილის შემდეგ. ყველაფერი იყო დადგმული, რადგან ნახა კვლევები და შეეშინდა ძალაუფლების დაკარგვის. ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის, ის კარგავს ამ ძალაუფლებას“ ,- განაცხადა გიგი უგულავმ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე