ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან მოსკოვის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 150 ლარია

საქართველო, თბილისი - 12:46 | 28.12.2015
ნანახია: 1499

ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან მოსკოვის მიმართულებით რეისების შესრულება დაიწყო. როგორც „აჭარა PS“ იტყობინება, ბათუმი-მოსკოვის რეისებს საკმაოდ კომფორტული, მაღალი კლასის ავტობუსები შეასრულებენ.

უკვე ცნობილია, რომ ბათუმიდან რეისები ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, 11:00 საათზე განხორციელდება და ბილეთის ფასი 150 ლარს შეადგენს.

როგორც ბათუმის ძველი ავტოსადგურის დირექტორი ბადრი სოლომონიძე აცხადებს, 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული რეისების ინტენსივობა მოიმატებს და ტურისტული სეზონისათვის მგზავრთა ნაკადს სრულად მოემსახურებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე