არ მახსოვს, რამე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინა - ბიძინა ივანიშვილი

საქართველო, თბილისი - 10:00 | 28.11.2019
ნანახია: 595

ის, რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ ამისთვის არსებობს არჩევნები. და არჩევნების პროცესი დაწყებულია უკვე, - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "SWOT ანალიზის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების პროცესი დაწყებულია უკვე.

"საზოგადოებასთან პასუხი გვაქვს გასაცემი. ის, რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ ამისთვის არსებობს არჩევნები. და არჩევნების პროცესი დაწყებულია უკვე... ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, არ მახსოვს, რამე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინა.

ზოგადად, ძალიან ვუფრთხილდები დაპირებას, 100-ჯერ და ათასჯერ ვზომავ, თუ პირდები, უნდა გააკეთო. სამწუხარო რეალობაა, რაც მოხდა. განვიცდი პირადად, განიცდიან გუნდში ყველა, განიცდიან ისინი, ვინც მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. განიცდიან იმას, რომ გუნდმა ვერ შეძლო. განიცდიან ფაქტს, რომ "ქართულმა ოცნებამ" გასცა დაპირება. მართალია, ეს იყო ცალმხრივი დაპირება, ეს არ იყო კონტრაქტი არავისთან, მაგრამ ვერ შევძელით შესრულება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე