აზრის გამოხატვის პრობლემა ქვეყანაში არ არსებობს - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 16:02 | 26.11.2019
ნანახია: 724

იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის ხალხის ის რაოდენობა, რომ გზა იყოს გადაკეტილი და გზა არის გადაკეტილი, ეს არის კანონდარღვევა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ადამიანებს აზრის გამოხატვის უფლებას ვერავინ შეუზღუდავს. ჩვენ მოვიპოვეთ აზრის გამოხატვის თავისუფლება 2012 წლის შემდეგ, აზრის გამოხატვის პრობლემა ქვეყანაში არ არსებობს. ნებისმიერ ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს, რამდენად განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრებაც არ უნდა ჰქონდეს, აქვთ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე, მშვიდობიან ფორმაში, კანონიერი გზით. თუკი გაცდებიან კანონის ჩარჩოებს, ამას შესაბამისად მოყვება რეაგირება, რაც იყო. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის ხალხის ის რაოდენობა, რომ გზა იყოს გადაკეტილი და გზა არის გადაკეტილი, ეს არის კანონდარღვევა, არ შეიძლება“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ აქციის დაშლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანამ სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს დაშლიდა, მათ გაფრთხილება მიიღეს და მიეცათ გარკვეული დრო, რომ გაეტანათ ინივთები.
ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დილის 05:00 საათზე დაშალა. დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე