დანაშაული არაა სალობიეში შესვლა, თუმცა მე თავს შევიკავებდი - ნუკრი ქანთარია

საქართველო, თბილისი - 14:28 | 26.11.2019
ნანახია: 738

„დანაშაული არაა სალობიეში, თუ სახაჭაპურეში შესვლა, ეს მისი კანონიერი უფლებაა, თუმცა, მე მაგალითად, თავს შევიკავებდი“, - განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე.

გუშინ, 25 ნოემბერს, პრეზიდენტი მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე სალობიეში, რუსთაველის გამზირთან ახლოს, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ვახშმობდა.

სალომე ზურაბიშვილმა სალობიე "ბია" სკანდირების ფონზე დატოვა, მან სირცხვილის დერეფანი გაიარა. "მონა, მონა" - ამ შეძახილებით გააცილეს ის რესტორნიდან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე