პოლიციამ გამოავლინა ისეთი პროფესიონალიზმი, რომელიც ევროპული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი - სოფიო კილაძე

საქართველო, თბილისი - 14:03 | 26.11.2019
ნანახია: 869

პოლიციამ გამოავლინა ისეთი პროფესიონალიზმი, რომელიც ევროპული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი - აცხადებს საქართველოს პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მიდის ყველაფერზე, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

"ჩვენ ვხედავთ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც ეფარება სამოქალაქო აქტივიზმს, ჩვენ ვხედავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მიდის ყველაფერზე იმისთვის, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში.

აუცილებელია სახელმწიფოს კანონისმიერი რეაგირება და ჩვენ შევხედეთ, რომ პოლიციამ წინა შემთხვევაშიც და ამ დილითაც მაქსიმალური პროფესიონალიზმი გამოავლინა, ისეთი პროფესიონალიზმი, რომელიც ევროპული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი," - განაცხადა სოფიო კილაძემ.

სოფო კილაძე დასძენს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაცული უნდა იყოს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.

"ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ფუნდამენტური უფლება, რომელიც არის ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრული, ამ შემთხვევაში ეს არის შეკრების და მანიფესტაციის უფლება და სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება უფლება, იყოს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად დაცული", - თქვა კილაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე