“ქართული ოცნების” ოფისთან აქცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 11:08 | 25.11.2019
ნანახია: 628

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაიწყო. პარალელურად, შენობასთან მოძრაობა "შეცვალე" საპროტესტო აქციას მართავს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

"შეცვალეს" აქტივისტების განმარტებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მორიგი ტრიუკი არ გაუვა.

სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდება, რაზე შეთანხმდნენ ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები.

შეხვედრაზე მსჯელობა იქნება აკაკი ზოიძის ინიციატივასთან დაკავშირებითაც, რომელიც 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს.

უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს მიმართა, პროპორციულ სისტემაზე 2020 წელსვე გადასასვლელად მოსახლეობაში პლებისციტი ჩაატაროს. TV პირველის ინფორმაციით, სწორედ ამ ორ თემაზე იმსჯელეს გუშინ მაჟორიტარებმა ბიძინა ივანიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე