ტურისტებისათვის საუკეთესო ქალაქად შესაძლოა სტამბული აღიარონ

საქართველო, თბილისი - 14:27 | 28.12.2015
ნანახია: 1495

სტამბული შესაძლოა ტურისტებისათვის ყველაზე კარგ ქალაქად დასახელდეს. მეგაპოლისი ამერიკული ჟურნალის Travel+Leisure-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფინალში უკვე გადავიდა.

კონკურში მობნაწილეობის მიღება და საუკეთესოს გამოვლერნა, Travel+Leisure-ის მკითხველებს, გამოცემის ინტერნეტგვერდზე ხმის მიცემის საშუალებით შეუძლიათ, რომელიც 29 დეკემბრამდე გასტანს. ხმის მიხცემა შესაძლებელია ასევე ჟურნალის Facebook-ისა და Twitter-ის ოფიციალურ გვერდზეც.

მიმდინარე გამოკითხვაში სტამბულთან ერთად მონაწილეობას იღებს ისეთი ქალაქები, როგორიცაა ჩიკაგო, პარიზი, ლოს-ანჟელესი და მილანი.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის გამოკითხვით, სტამბული რეიტინგში მე-6 პოზიციაზე იყო, ხოლო 2013 წლის გამოკითხვაში კი - მე-2 ადგილზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე