„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სტაბილურობას - ძიძიგური

საქართველო, თბილისი - 12:58 | 21.11.2019
ნანახია: 664

„ქართულმა ოცნებამ“ ისეთი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

მისი თქმით, პარლამენტმა ამ გადაწყვეტილებით ამოუშვა ბოთლიდან ჯინი, რომლის უკან ჩაგდებაც ძნელია.

„ეს იყო ისეთი პოლიტიკური შეცდომა, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. მიუხედავად იმისა, რომ რვა წლის განმავლობაში „კონსერვატორები“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიყავით და პასუხისმგებლობას ერთად ვიღებდით, მე პირადად და ჩემმა ორმა მეგობარმა, არ ავიღეთ პასუხისმგებლობა ამ ტიპის გადაწყვეტილებაზე. ესაა დამაზიანებელი ქვეყნისთვის, მართველი პარტიისთვის და პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის“,- განაცხადა ძიძიგურმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე