„მიშა მაგარიას“ ჩართვით, ამ საპროტესტო მუხტს ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს - ზაზა ხუციშვილი

საქართველო, თბილისი - 14:23 | 18.11.2019
ნანახია: 857

აქ იკვეთება ერთი კონკრეტული ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი. სხვა კონსტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა, უსუფაშვილმა, „ლელომ“ და ძალიან ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ კონსტიტუციურ ფარგლებში დარჩებიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზააზ ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გუშინ „მიშა მაგარიას“ ჩართვით, ამ საპროტესტო მუხტს ძალიან დიდი ზიანი მიადგა.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრები არცერთ აქციაზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას არ აპირებენ. ამასთან, ისინი გამორიცხავენ რომ მმართველ გუნდს დაუბრუნდებიან.

პიკეტირების შემთხვევაში, თუ დეპუტატებს არ მიეცემათ პარლამენტში შესვლის საშუალება და პოლიცია კანონის ფარგლებში რეაგირებას მოახდენს, მიმაჩნია, რომ არც საზოგადოება, არც საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი პარტნიორები ამ პროცესს წინ არ აღუდგებიან, რადგან კანონი კანონია და ყველამ უნდა დაიცვას. აქ იკვეთება ერთი კონკრეტული ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი. სხვა კონსტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა, უსუფაშვილმა, „ლელომ“ და ძალიან ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ კონსტიტუციურ ფარგლებში დარჩებიან. კასრებში ცეცხლის დანთება და მსგავსი ქმედებები შედეგზე ორიენტირებული არ არის. მით უმეტეს, გუშინ „მიშა მაგარიას“ ჩართვით, მე მგონი, პრაქტიკულად ამ საპროტესტო მუხტს ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ქმედებები „ქართული ოცნებისთვის“ კომფორტის შექმნაა, რადგან ქართული საზოგადობის დიდი ნაწილი ამ ძალასთან გამიჯნულია“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე