დავით ნარმანია: საქალაქო ავტობუსების პარკი 150 ერთეულით განახლდება

საქართველო, თბილისი - 13:56 | 27.12.2015
ნანახია: 2880

2016 წლის საქალაქო ავტობუსების პარკი 150 ერთეულით განახლდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

„ქალაქისათვის ორი უმნიშვნელოვანესი სფეროსათვის განხორციელდება თანხების მოძიება დონორი და საფინანსო ინსტიტუტებიდან. 2016 წლის განმავლობაში დაგეგმილია საქალაქო ავტობუსების პარკის განახლება 150 ერთეულით”, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა და დასძინა, - „ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან“.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ავტობუსები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.  

ნარმანიამ განმარტა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მუნიციპალური ავტობუსების პარკის მშენებლობისთვის დამატებითი თანხების მოძიებასთან დაკავშირებით, რომლისთვისაც საჭიროა 19 მლნ ლარი.

“ასევე, დაგეგმილია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი პოლიგონის პირველი და მეორე უჯრედის დახურვისა და გაზშემკრები მილების მშენებლობისათვის 9 მლნ. 600 ათასი ლარისა და ახალი მე-3 უჯრედის მშენებლობისათვის 13 მლნ. 400 ათასი ლარის მოზიდვა”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე