ჩემს 2 წლის შვილს უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს, ვიდრე ''ნაციონალურ მოძრაობას'' აჭარაში - რიჟვაძე

საქართველო, თბილისი - 13:28 | 18.11.2019
ნანახია: 834

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ მის 2 წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი და მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას" აჭარაში.

''ჩემს 2 წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი და მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ზოგადად ნაციონალურ მოძრაობას აჭარაში. ​ეს გუშინდელ აქციაზეც გამოჩნდა. რაც შეეხება ზოგადად ამ საკითხს სამწუხაროა, რომ ინიციატივამ, რომელსაც ''ქართული ოცნების'' პოლიტიკური ხელმძღვანელობა მხარს უჭერდა, შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა'', - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე