კალაძეს ხალხის თვლაზე უკეთესად ხალხისგან მოპარული ფულის თვლა ეხერხება - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:47 | 18.11.2019
ნანახია: 840

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას ეხმიანება.

„კალაძემ ცოტა ხალხი იყო გუშინო - ეს ის კალაძეა, რომელიც მაიდანის გამარჯვებამდე ერთი კვირით ადრე ამბობდა არაფერი ხდება, პროტესტი ერთი პატარა ქუჩით არის შემოფარგლულიო.
ამას ხალხის თვლაზე უკეთესად ხალხისგან თავის მიერ მოპარული ფულის თვლა ეხერხება” - წერს მიხეილ სააკაშვილი.

კახა კალაძემ დღეს ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცახდებაში არმიშნა, რომ გუშინ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო „ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით, რომელიც დესტრუქციული პერფორმანსებით ცდილობს პოლიტიკურ პროცესებში არეულობის შემოტანას.

„ხალხის მობილიზების რესურსის არქონის ფონზე - რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა - ისინი ახლა უკვე იაფფასიანი დესტრუქციული პერფორმანსებით ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში არეულობის შემოტანას” , - განაცხადა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე