ესტონეთის საგარეო უწყება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 12:36 | 18.11.2019
ნანახია: 1024

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს, დაიყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

შესაბამისი განცხადება ესტონეთის საგარეო უწყების "ტვიტერის" გვერდზე გავრცელდა.

"მოვუწოდებთ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

ესტონეთი სრულად უჭრს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე მიკრობლოგ "ტვიტერში".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე