პროცესების რადიკალიზაცია აწყობს მას, ვინც ჩააგდო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა - ბესელია

საქართველო, თბილისი - 11:42 | 18.11.2019
ნანახია: 730

პროცესების რადიკალიზაცია და კანონიერი ფარგლებიდან გამოსვლა აწყობს მას, ვინც დაგეგმა ეს სცენარი და ჩააგდო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა!, - ამბობს ყოფილი უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას განიხილავდა, როგორც კრიზის შექმნის პირობებში მისაღებ გამოსავლად და იტყვის: „ვერ მოვასწრებთ ახლა კონსტიტუციურ ცვლილებებსო. ეს მიზანი ჩანს და ეს გეგმაც კარგად იკვეთება“.

„ზოგი ნებსით, ზოგი უნებლიეთ შესაძლოა ამ გეგმის ნაწილი აღმოჩდეს და ამიტომაც საჭიროა გონივრული მოქმედება.

არსებობს კოსტიტუციური და კანონიერი გზა, რომელზედაც ვსაუბრობდი ბოლო დღეებში: ან მოხდეს ხელახლა ინიცირება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის (ეს მოსწრებადია დროში) ან რეგლამენტის ცვლილება და გაგრძელება პირველი მოსმენით, დაბალი ქვორუმით (101) მიღებული კანონპროექტის ან უკიდურეს შემთხვევაში გერმანული მოდელის მაინც...

მოკლედ. სამართლებრივი გზა არსებობს და არ არსებობს პოლიტიკური ნება!
ეს ნება უნდა გამოიჩინოს ხელისფლებამ და ამას ჭირდება პროტესტი კანონიერი და ორგანიზებული!

რადიკალიზაცია პროცესების და ძალადობრივი სცენარი (თუ ასე წარიმართა პროცესი) კი დააჩქარებს იმ გეგმას,ვრატომაც ჩააგდო ეს პროექტი და დანაპირები დამპირებელმა!
ღირს ამაზე დაფიქრება...”

ოპოზიციაში გადასული დეპუტატი ეკა ბესელია ეხმაურება პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს“, - ამბობს ბესელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე