აქციის მონაწილეებმა პარლამენტარი რევაზ არველაძე პარლამენტში არ შეუშვეს

საქართველო, თბილისი - 11:38 | 18.11.2019
ნანახია: 659

პარლამენტის შენობის წინ მყოფმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ მისცეს "ქართული ოცნების" წევრს, დეპუტატ რევაზ არველაძეს.

აქციის მონაწილეები რევაზ არველაძეს შეძახილებით - "მონა", "მოღალატე" - შეხვდნენ. ისინი დეპუტატს მოუწოდებენ, დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა.

"სამსახურში მოვედი, ჩემი სამსახურია აქ, რამდენიმე კანონპროექტია ენერგეტიკაზე შემოსული და მინდოდა მენახა, არ მომცეს საშუალება, არ არის სწორი", - თქვა რევაზ არველაძემ.

პარლამენტის ოთხივე შესასვლელი აქციის მონაწილეების მიერ პიკეტირებულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე