ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

საქართველო, თბილისი - 10:50 | 18.11.2019
ნანახია: 635

ცოტა ხნის წინ, ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალ ''მეტრო ჯორჯიას'' ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი კომპანიას დაუკავშირდა, სადაც თქვეს, რომ შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან, თუმცა სხვა დეტალებზე არ ისაუბრეს. მეტროში ამბობენ, რომ მოგვიანებით განცხადებას გაავრცელებენ.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე