წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძრია

საქართველო, თბილისი - 10:17 | 18.11.2019
ნანახია: 665

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძრის ბოლომდე ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლი ჩაის ბუჩქებსა და ეკალ-ბარდებს გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობას ქართან ერთად ცუდი ხილვადობაც ართულებს.

ცეცხლის პირველი კერა სოფელ სორმანში გაჩნდა, ძლიერი ქარის შედეგად კი ხანძარი სოფელ რიონის ტყეშიც გავრცელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძირითადი კერები ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მათი თქმით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ადგილზე 8 სამაშველო ჯგუფი და 50-მდე მეხანძრე მუშაობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე