თურქეთმა ევროკავშირის მუქარის მიუხედავად, კვიპროსის სანაპიროსთან ბურღვითი სამუშაოები დაიწყო

საქართველო, თბილისი - 14:56 | 15.11.2019
ნანახია: 879

თურქულმა საბურღმა გემმა „ფათიჰმა“ კვიპროსის სანაპიროებთან ნახშირწყალბადის მოპოვების სამუაშაოები დაიწყო, ევრროკავშირის მხრიდან სანქციების მუქარის მიუხედავად. ამის შესახებ თურქეთის ვიცეპრეზიდენტმა ფუათ ოქთაიმ განაცხადა. იუწყება Anadolu.

 „გემმა „ფათიჰმა“ თურქეთის შელფზე დაასრულა გამოკვლევა და ბურღვა და კვიპროსზე, კარპასის, ნახევრაკუნძულიდან სამხრეთით, ახალ მისია დაიწყო“, - განაცხადა ოქთაიმ.

მისი თქმით, ევროკავშირის სანქციები ანკარის გეგმებს ხელს ვერ შეუშლიან ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საბადოს შესწავლას.

მანამდე კვიპროსის ხელისუფლებამ მტკიცედ დაგმო თურქეთის გეგმები ახალი ბურღვითი სამუშაოების შესახებ, ზღვაში, ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ, სადაც ადრე თურქეთმა მცურავი საბურღი გემი „იავუზი“ გაგზავნა სასარგებლო წიაღისეულის გამოკვლევის მიზნით. თურქეთი ბურღვით სამუშაოებს პროტესტის მუხედავად მაინც აწარმოებდა.

11 ნოემბერს ევროკავშირის საბჭომ მიიღო დოკუმენტი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის მიერ არანსაქცირებული ბურღვითი სამუშაოების საპასუხოდ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე