დედაქალაქის მერიამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაფინანსება გაზარდა

საქართველო, თბილისი - 13:31 | 27.12.2015
ნანახია: 1510

დედაქალაქის მერიამ 2015 წელთან შედარებით 2016 საბიუჯეტო წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაფინანსება გაზარდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

„2016 წლის ბიუჯეტის თანახმად, გაზრდილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაფინანსებაც, გასულ წელთან შედარებით ზრდამ 3 მლნ. 400 ათასი ლარი შეადგინა”, - განაცხადა ნარმანიამ.  

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა და პრიორიტეტებად კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ასევე, გამწვანებითი ღონისძიებები რჩება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე