პატრიარქი მამალაძეს თხოვდა სოდომური ცოდვის ფილმები ეჩვენებინა - პეტრე ცაავა

საქართველო, თბილისი - 11:40 | 11.11.2019
ნანახია: 858

არაერთგზის საღამოს, კათალიკოსი თხოვდა დეკანოზ მამალაძეს სოდომური ცოდვის ფილმები ეჩვენებინა მისთვის, - განაცხადა მეუფე პეტრემ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“.

მისი თქმით, პროკურატურის საქმეში არის კონკრეტული პუნქტი, როდესაც "დეკანოზ მამალაძის ტელეფონი გაიშიფრა, იქ არის სოდომური ცოდვის ფილმები ნანახი".

"რა თქმა უნდა, მან პასუხი არ გასცა. მე გავცემ პასუხს - ის ამბობს რომ არაერთგზის საღამოს კათალიკოსი თხოვდა ასეთი ფილმები ეჩვენებინა მისთვის.

კათოლიკოს-პატრიარქს ინტერესი ჰქონდა და მის თანმხლებ პირებს, სამღვდელოსაც და საეროსაც, თხოვდა. მამაომ ეს მომიყვა საპყრობილეში, მაგრამ მამაომდე რამდენიმე ფაქტი ვიცი საერო და სასულიერო პირისა, ამ სახელებს დავასახელებ სინოდის სხდომაზე", - თქვა ცაავამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე