ზაქრო ბუთხუზი ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გათავისუფლდა

საქართველო, თბილისი - 13:46 | 08.11.2019
ნანახია: 1456

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის იზოლატორიდან გათავისუფლდა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებული 28 წლის ზაქრო ბუთხუზი.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე "დამნაშავედ ცნეს საზღვრის უკანონო კვეთაში, დააკისრეს ჯარიმა და გააძევეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან.

ქვეშელი ზაქრო ბუთხუზი რუსმა ოკუპანტებმა 6 ნოემბერს გაიტაცეს.

ზაქრო ბუთხუზის გასათავისუფლებლად ამოქმედებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე