„ხიდების და გვირაბების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 2016 წელს ბიუჯეტში 17 მლნ. 800 ათასი ლარია გამოყოფილი“ - დავით ნარმანია

საქართველო, თბილისი - 13:07 | 27.12.2015
ნანახია: 1343

დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. 

ნარმანიას განმარტებით, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტების განხორციელება, როგორიცაა ხიდების და გვირაბების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

“ხიდების და გვირაბების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 2016 წელს ბიუჯეტში 17 მლნ. 800 ათასი ლარია გამოყოფილი. პროექტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვერეს ხეობიდან ახალი მაგისტრალის გვირაბით დაკავშირება ლაგუნასთან მიმავალ გვირაბთან და პუშკინის ქუჩის ესტაკადის მშენებლობა”, - აცხადებს დავით ნარმანია.  

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა და პრიორიტეტებად კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ასევე, გამწვანებითი ღონისძიებები რჩება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე