"და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We danced"-ის მიზანია ადამიანებში დანერგოს ერთმანეთისადმი ვნებიანი ლტოლვა - მამა ბასილი

საქართველო, თბილისი - 14:16 | 06.11.2019
ნანახია: 748

ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We danced"-ის თბილისში დაგეგმილ კინოჩვენებას მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში მოღვაწე სასულიერო პირები აპროტესტებენ.

მედიასთან შესაბამისი განცხადებები თელეთის ხარების ტაძრის მღვდელმა ბასილი იაშაღაშვილმა და ავჭალის ქეთევან წამებულის ტაძრის მღვდლმა მამა ლევანმა გააკეთეს.

"ამ ფილმის მიზანი არი რო ადამიანებში დანერგოს ერთმანეთისადმი ვნებიანი ლტოლვა. უეჭველად, აბა ახალგაზრდა იქნება ეს თუ დიდი იქნება, როდესაც უყურებს ამ ფილმს, უეჭველად შეიძენს ამ ფილმის თვისებებს," - აცხადებს თელეთის ხარების ტაძრის მღვდელი მამა ბასილი.

ავჭალის ქეთევან წამებულის ტაძრის მღვდლის მოსაზრებით, ფილმი "ცოდვის პროპაგანდას ეწევა".

"ამ ფილმში წახალისებულია, დადებითი კონტექსტით არის გამოყვანილი ეს ცოდვა. უარყოფითითაც რომ იყოს გამოყვანილი, საფიქრებელი იქნება, რომ ეს ნაწილობრივ ირიბად მაინც პროპაგანდის გამოხატულება იქნება. წმინდა წერილი პირდაპირ ამ ცოდვას სისაძაგლეს უწოდებს. შესაბამისად, ჩვენ ყოველგვარი ასეთი გამოვლენის წინააღმდეგ ყოველთვის გამოვთქვამთ პროტესტს," - განაცხადა მამა ლევანმა.

ფილმის პრემიერა თბილისში 8 ნოემბერს გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე