ტაჯიკეთის საზღვარზე, საგუშაგოზე თავდასხმისას 15 მებრძოლი გაანადგურეს

საქართველო, თბილისი - 09:37 | 06.11.2019
ნანახია: 673

ტაჯიკეთ-უზბეკეთის საზღვარზე საგუშაგოს თავს დაესხნენ.  გავრცელებული ცნობით, საგუშაგოს თავს ოცი შეიარაღებული მებრძოლი დაესხა. ინციდენტი ღამით მოხდა.

როგორც მედიას უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ძალოვანი სტრუქტურების ოპერაციის შედეგად განადგურებულია 15 მებრძოლი, ხუთი კი დაკავებულია. თავდასხმის დროს ასევე დაიღუპა ერთი სამხედრო და ერთი სამართალდამცველი.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობს უზბეკეთის ხელისუფლებაც.

ადგილზე საგამოძიებო სამსახური მუშაობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე