უწმინდურებას არ დავემორჩილები - პეტრე ცაავა

საქართველო, თბილისი - 14:12 | 04.11.2019
ნანახია: 1147

მისი თქმით, ის გააგრძელებს დაწყებულ ბრძოლას ეკლესიის გაჯანსაღებისათვის, არსებული პრობლემების მოგვარების პროცესის დასაწყებად.

ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის განცხადებით, ის "უწმინდურებას არ დაემორჩილება".

"სიკვდილამდე მაქვს აღთქმა დადებული იესო ქრისტეს მორჩილებისა, სახარების სწავლებისა, წმინდა მამათა სწავლებისა და ვაპირებ დავემორჩილო სჯულის კანონის ფარგლებში, უწმინდურებას არ დავემორჩილები", - თქვა მეუფე პეტრემ.

მისივე თქმით, ის არ თვლის, რომ პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი აქვს.

"პატრიარქის წინაშე, მე მიმაჩნია, რომ მოსანანიებელი არაფერი მაქვს. უნდა გაგრძელდეს, ან უნდა დავისაჯო ცილისამებისათვის, ან უნდა დამტკიცდეს ჩემი ბრალდება კანონიკური სამართლის მიხედვით", - დასძენს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე