4-8 ნოემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება

საქართველო, თბილისი - 14:09 | 04.11.2019
ნანახია: 561

4-8 ნოემბერს ქვეყნის ტერიტირიის უმეტეს ნაწილზე ნარჩუნდება უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველო დაბლობში +20, +25, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4-5 ნოემბერს +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება, 6-8 ნოემბერს +18,+20 გრადუსამდე მოიმატებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე